saqarTvelos mRvimeebi - tyibula-Zevrulas mRvime

 

მღვიმე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის კირქვული ქედის ზოლში. გამომუშავებულია ცარცული ასაკის შრეებრივ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი ახალსოფლის ქვაბულიდან, კლდოვანი ფლატის ძირში იხსნება, ზღვის დონიდან 490 მ. ტყიბულა-ძევრულის მღვიმე ეროზიულ-კოროზიული წარმოშობისაა: მასში მკაფიოდ გამოიყოფა ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 280 მ) და სუბჰორიზონტალური (სიგრძე 1800 მ) მონაკვეთები. მღვიმეში არის საჩქეფები და ევორზიული ორმოები ტბებით.